aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აბაშიშვილი: ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკები ამ ეტაპისთვის არ არსებობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი  გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, თუმცა ამ კუთხით გარკვეულ რისკებს საქართველოს ყველა მოქალაქემ ყურადღება უნდა მიაქციოს. მისი თქმით, როდესაც ევროპაში საქართველოს მოქალაქეების მიერ კრიმინალური ფაქტების შემცვლელი ინფორმაცია ვრცელდება, ვინ არის ამის გამავრცელებელი წყარო. აბაშიშვილი ფიქრობს, რომ ასეთ კამპანიას, სწორედაც, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს.

“ჩვენ ორ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველ რიგში, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის მონაპოვარი, რაც არის ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება, მონაპოვართაან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისადმი, რათა რეალურად ვისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რომელსაც გვაძლევს ვიზალიბერალიზაცია. საჭიროა ვიყოთ უფრო ფრთხილად, შეაბამისად, მეტი ვესაუბროთ ჩვენს ირგვლივ მყოფებს იმ სიკეთეებზე და საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება სიფრთხილის არარსებობის შემთხვევაში ჩვენს წინაშე დადგეს. ვიზალიბერალიზაცია არის უმნიშვნელოვანესი სარგებელი და დიდი პასუხისმგებლობა, კიდევ ერთხელ ეს უნდა გავაცნობიეროთ.

რაც შეეხება შეჩერების რისკებს, ამ ეტაპისთვის ეს არ არსებობს, მაგრამ ზოგადად, ყოველთვის, როცა ვრცელდება ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების შესახებ, კრიმინალთან დაკავშირებული, ან ა.შ. ევროპაში, ძალიან დიდი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, ამ ინფორმაციის წარმომავლობის წყაროს.

ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან დიდი პროპაგანდისტული მტერი რუსეთის სახით, რომელიც ხშირ შემთხვევაში დიდი სიამოვნებით ეცდება მაქსიმალურად ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს შესახებ და მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რომლითაც სრულიადაც არ არის ბედნიერი. შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში ეს არსებობდეს. ეს ფაქტორი არსებობს და ამის იგნორირება უბრალოდ არ შეიძლება,”- განაცხადა აბაშიშვილმა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, სადაც ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

იტვირთბა....