გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში ნავარაუდევია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და ელჭექი. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +16, +21 გრადუსი, მთაში +15, 20; მაღალ მთაში +9, +14 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა. ნავარაუდევია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +20, +25; მთაში +15, +20; მაღალ მთაში +11, +16 გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +23 გრადუსი იქნება.