aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ციხელაშვილი: ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება

aviabiletebi
ავიაბილეთები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმს.

„საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ამ მომენტისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გუშინ უკანონოდ დააკავეს ახალგორში, მის მიმართ გამოიყენეს ძალა და სრულიად გაურკვეველ ვითარებაში მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა. უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს მისი გარდაცვალების გარემოებები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....