მარნეულში ქალი დაჭრეს – 30 წლის ქალს ჭრილობები ყელისა და გულ-მკერდის არეში დედამ მიაყენა.
“რადიო მარნეულის” ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი უცხო პირის მიერ მისი პირადი ინფორმაციის ინტერნეტში გავრცელება გახდა.
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ამიტომაც, მას გადაუდებელი ოპოერაცია ჩაუტარდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, მათივე ინფორმაციით, უკვე დაკავებულია დანაშაულში ბრალდებული [დაჭრილის დედა] , რომელსაც სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იმ შემთხვევაში, თუ ქალი ჩვენებას მისცემს და მოხდება პირის იდენტიფიცირება, რომელმაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები გაავრცელა, საქმეს ახალი – სისხლის სამართლის კოდექსის 157 მული დაემატება.