aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუცნაშვილი: “ქვეყანაში სასამართლო სისტემა გადის დამკვიდრების საკმაოდ რთულ პროცესს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლის უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით, არაერთგვაოვანი კომენტარები გაკეტდა.უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ის თავიდანვე მოწინააღმდეგე იყო უვადო მოსამართლეობის დანიშვნის.

“არ მგონია, ჩვენნაირი მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყანაში უვადოდ გამწესება სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის გარანტია იყოს. როდესაც ჩვენ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია შევქმენით, საზოგადოებას დიფერენციერებული მიდგომა შევთავაზეთ – კერძოდ, ის, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეები 10-15 წლიანი ვადით დაგვენიშნა, ხოლო უვადოდ მხოლოდ უზენაეს სასამართლოში იმ მოსამართლეთა გამწესება მომხდარიყო, რომლებიც პირველ და მეორე ინსტანციაში პროფესიული კარიერის წარმატებით გავლის გზით საზოგადოების ნდობას დაიმსახურებდნენ. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქართველი და დასავლელი ექსპერტის აქტიური ჩარევით გამოსაცდელი ვადის დაწესებაზეც მთელი პრობლემები იყო – იყო მოთხოვნა, რომ სამივე ინსტანციის სისტემაში ყველა მოსამართლე პირდაპირ უვადოდ დანიშნულიყო, გამოსაცდელი ვადით დანიშვნის გარეშე. ამის გამოა, რომ დღეს საზოგადოება სამართლიანად არის შეშფოთებული“- განაცხადა ზაქარა ქუცაშვილმა.

უმრავლესობის წევრმა, ასევე კომენატრი გააკეთა ქვეყანაში არსებულ მართლმსაჯულების სისტმაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა დაკვირვების რთულ ეტაპებს გადის.

„სასამართლო სისტემა გადის დამკვიდრების საკმაოდ რთულ პროცესს. საზოგადოების აზრი კი ერთგვაროვანია და მათში ჭარბობს უარყოფითი დამოკიდებულება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწევს გარკვეული ზომების მიღება, რათა მოქალაქეებს გაუჩნდეთ ნდობა და აღიარება ამ სისტემის მიმართ“- განაცხადა უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

იტვირთბა....