aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უგულვა: “ქართული ოცნების წევრები “ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წევრები „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ

მისი თქმით, პარტიას დღეს კიდევ რვა ადამიანი ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, თერჯოლიდან, სენაკიდან, წყალტუბოდან და აჭარიდან შეუერთდა.

“ქართული ოცნების” წევრების მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილების ძირითად მიზეზად უგულავა საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ასახელებს.

გიგი უგულავა ამბობს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში „ოცნების“ 300-მდე წევრი “ევროპულ საქართველოს” შეუერთა.

წითელი ხაზია სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მათი პარტიის მხრიდან. ეს არის საკუთარ სინდისთან კომპრომისი, ეს არის თემა, რომლის გამოც თითოეულ ამ ადამიანს მოუწევს თავის მართლება საკუთარი შვილების და შვილიშვილების წინაშე იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის ნელად მოქმედი ნაღმი ჩადებული ჩვენი ქვეყნის სახელწმიფოებრიობის საფუძველში“ – აცხადებს უგულავა.

გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა, მათ პარტიას შეუერთდა წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე შვანგირაძე.

მეორე თვეა, მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი რაც გააკეთა, ყველა ნაცი, ვინც იყო და ებრძოდა „ქართულ ოცნებას“ ყველა დააწინაურა. შემდეგ, ხალხი, რომელიც 2014-ში მეგაფონით დადიოდნენ და ბიძინა ივანიშვილს წაღმა-უკუღმა აბრუნებდნენ, ისინი არიან წარჩინებულ თანამდებობებზე, მე ამ ხალხთან ვერ გავჩერდები“ – განაცხადა კონსტანტინე შვანგირაძემ.

იტვირთბა....