aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტრანსგენდერ ქალს მამაკაცის ტანსაცმლით, სახლში დასვენების გარეშე დაკრძალავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

გუშინ გარდაცვლილი, ტრანსგენდერ ქალ ლიკას, სახლში დასვენების გარეშე, მამაკაცის ტანსაცმლით ხვალ დაკრძალავენ. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

გარდაცვლილის ბებია აცხდაებს რომ ის მათთვის მაინც ათუკაა.

“მამაკაცის ტანსაცმლით დავკრძალავთ. ჩვენთვის მაინც ათუკაა.” – გარდაცვლილის ბებია.

გარდაცვლილის ბებიამ “ლიბერალთან” საუბრისას ასევე განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ოჯახმა გარდაცვლილი დაკრძალვა სახლში დასვენების გარეშე.

ტრანსგენდერი ქალის სახლში გადასვენებაზე უარის მიზეზად გარდაცვლილის ბებია შვილიშვილის დაავადებებს ასახელებს.

მისი თქმით, ლიკას სახლში დასვენება სხვების ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიდა. ბებია აღნიშნავს, რომ ის და მისი შვილი (ლიკას დედა) ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ და ბინის პატრონებიც არ მისცემდნენ ამის უფლებას.

„ჩვენიც გაიგეთ, მართლმადიდებლები ვართ. დედამისს უფლება აქვს, როგორც სურს, ისე დაკრძალოს საკუთარი შვილი. ძალიან ბევრი დაავადება ჰქონდა, სხვის ოჯახში როგორ მიგვეყვანა ასეთი“,- აცხადებს გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის ბებია.

ის ამბობს, რომ შვილიშვილის გენდერული იდენტობის შესახებ 14 წლის ასაკში შეიტყვეს და გვერდში ედგნენ მას. ეხვეწებოდნენ, სახლიდან არ წასულიყო. თუმცა ის მაინც წავიდა. ბებიის ინფორმაციით, ზოგჯერ ლიკა მათ სანახავად მიდიოდა. მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ სახელიც გამოიცვალა და გვარიც, რათა ოჯახის წევრებს მისთვის ვერ მიეგნოთ. თუმცა ის ამბობს, რომ როცა შვილიშვილის ცუდად ყოფნის შესახებ აცნობეს, ის მან თბილისიდან ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანა და მას შემდეგ გვერდიდან არ მოშორებია.

„ჩემს შვილს ვუმალავდი მის ცუდად ყოფნას, მაგრამ, როცა გაიგო, გადაირია. ყოველდღე მივდიოდით მასთან და ყველა სურვილს ვუსურვებდით, რასაც კი გვთხოვდა. მხოლოდ ბაბუამისი კი არ უვლიდა, ჩვენც სულ მის გვერდით ვიყავით. ყველამ იცის ეს, საავადმყოფოს ექიმებმაც და ექთნებმაც“,- აცხადებს გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის ბებია.

იტვირთბა....