ახალი ამბები მთავარი სამართალი

ციხელაშვილი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე: “ადგილი აქვს დროის ხელოვნურ გაჭიანურებას”

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

ერგნეთში გამართული რიგგარეშე შეხვედრას, რომლიც უშედეგოდ დასრულდა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქთევან ციხელაშვილი ეხმაურება.  მინისტრი ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით დროის გაყვანას ცდილობს და სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანია. ციხელაშვილი ფიქრობს, რომ ე.წ. ოსური მხარე ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გარკვეული ფაქტების დაფარვას ცდილობს.

“ადგილი აქვს დროის გაჭიანურების ხელოვნურ მცდელობას. გარემოებები არის ძალიან ბუნდოვანი, უკვე ბუნდოვანიც აღარ არის, რამდენადაც არის ძალიან წინააღმდეგობრივი. გასაგებია, ხდება ერთი რამ, არჩილ ტატუნაშვილის მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავება, ძალის გამოყენება, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სიცოცხლის ხელყოფა. მაღალი პრიორიტეტია, ის, რომ ისინი იქნენ გათავისუფლებული ძალიან მალე, იყვნენ უსაფრთხოდ და არ მოხდეს მათ მიმართ რაიმე დამატებითი ზომების გამოყენება,“- აცხადებს ციხელაშვილი.

ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს ქართულ მხარეს არ გადმოსცემენ.

თუმცა, ქემოკლიძემ იქვე განაცხადა, რომ დღის ბოლომდე კვლავ ეცდებიან ამ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე უარი განაცხადა

 

სხვა ამბები

ლევან ხაბეიშვილი სუს-ში დაიბარეს

newsadmin

სროლა ბრაზილიის ეკლესიაში – მოკლულია 5 ადამიანი

newsadmin

სალომე სამადაშვილი 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება

newsadmin

ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ

newsadmin

იუნესკოს გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

newsadmin

აპატურაი: საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, როგორც ღია და სამართლიანი

newsadmin

უსუფაშვილი: აშკარაა, რომ მოქმედ მმართველ პარტიას მოსახლეობის 50%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს

newsadmin

სუს-მა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ირანის 7 მოქალაქე დააკავა

newsadmin

7 ნოემბრის საქმეზე,  ლევან გაჩეჩილაძე, კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური დაიკითხებიან

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ
ბოლნისში გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ისმაილ ბადალოვის მშობლები ძალოვან უწყებებს გამოძიების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ოჯახის წევრების თქმით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში,.. ნახე სრულად..