aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სუს-ი: სესიაშვილის მიერ ჩადენილი რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ დეპუტატ სესიაშვილის შვილის დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა. უწყების ცნობით, მის მიერ ჩადენილი რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა.

„დავით სესიაშვილი მუშაობს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში. მას 14 მარტს გაუფორმდა 6-თვიანი შრომითი ხელშეკრულება. დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა. შესწავლის შედეგად, მის მიერ ჩადენილი რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა და აღნიშნული პირი აყვანილი იქნა სამსახურში“, – განაცხადეს სუს-ში.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ს ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილის შვილის ანაბეჭდები, რომელიც ამჟამად სუს-ში მუშაობს, ემთხვევა წარსულში ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულის თითის ანაბეჭდს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ფაქტი საგამოძოებო უწყებებმა დამალეს.

იტვირთბა....