aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შესაძლოა რუსეთთან ვიზების გაცემის პროცედურები გამარტივდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პატრიოტების” წარმომადგენლის, ნატო ჩხეიძის თქმით, რუს კოლეგებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც ის ამბობს, ვიზების გაცემის პროცედურა გამარტივდება იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც რუსეთის ფედერაციაში კერძო ვიზიტით სურთ.

“ჩვენ ვთავაზობთ რუს კოლეგებს განვიხილოთ ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ ესტუმრონ რუსეთის ფედერაციას კერძო, მოკლე ვიზიტით. ადამიანი მიდის რუსეთის წარმომადგენლობაში, თან აქვს ავიაბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, საკმარისი ფინანსური სახსრების არსებობა, სამედიცინო დაზღვევა და ყოველგვარი მოოწვევის გარეშე, ერთი კვირის განმავლობაში, მან უნდა მიიღოს რუსეთის ფედერაციის ერთჯერადი ვიზა, მაგალითად ორკვირიანი ხანგრძლოვობით. ფაქტობრივად, საუბარი მიდის ტურისტული ვიზების გაცემის აღდგენაზე, რომელიც მრავალი წლის წინ შეწყდა. ამჯამად, ტურისტული ტიპის ვიზები, რჩება ერთადერთ რუსეთის ვიზების სახეობად, რომელსაც რუსეთის ფდერაცია დღემდე არ გასცემს”, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები რამდენიმე ხნის წინ რუსეთში ჩავიდნენ და დიალოგის დაწყების მიზნით, დუმის დეპუტატებს შეხვდნენ.

 

იტვირთბა....