aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართველმა მოჭიდავეებმა დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატის გამოსახულებიანი, რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი მაისურები ჩაიცვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი მაისურები მოირგეს. ფოტო, რომელიც „რადიო თავისუფლებას“ ახლახან მიაწოდეს, სოციალურ ქსელში სწრაფად ვრცელდება. ფოტოზე ქართველი და რუსი მოჭიდავეები ერთად დგანან. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

მსოფლიოს ჩემპიონებს გენო პეტრიაშვილსა და ზურაბ იაკობიშვილს და ნაკრების თავკაც გიორგი იანტბელიძეს ერთნაირი მაისურები აცვიათ, რომელზეც რუსეთის დროშის ფონზე გამოსახულია ძამბოლატ თედეევის ფოტო.

თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატია.

იტვირთბა....