aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტი სემეკის წევრად დავით ნარმანიას კანდიდატურას განიხილავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტი სემეკის წევრად თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას კანდიდატურის განხილვას იწყებს. განხილვა კომიტეტებში დაიწყება. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა თქვა.

საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა.

აქვე შეგახსენებთ, რომ სემეკი ხვალ, საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს დაადგენს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინფორმაციით, საჯარო სხდომაზე ჰიდროელექტროსადგურების – „ჟინვალჰესის“, „ლაჯანურჰესის“, „რიონჰესის“, „ძევრულჰესის“, „გუმათჰესების კასკადის“, შაორჰესის, „ვარდნილჰესების კასკადის“, „ენგურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დადგინდება.

იტვირთბა....