aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოქიტაშვილი – თუ დასში პოლიტიკური ნიშნით იჩაგრებიან გავმართავ დიალოგს და თუ ამან შედეგი არ გამოიღო, დავიწყებთ აქციებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე ვთქვი, რომ უხერხულია, როდესაც ანანიაშვილის მეუღლე აკეთებს ასეთ განცხადებებს, რომ უნდა დაემხოს კრიმინალი და ნარკობარიგებით გატენილი ხელისუფლება. მე ნინო ანანიაშვილის ადგილას გადავდგებოდი, რომ არ შექმნილიყო უხერხული სიტუაცია. კრიმინალებისგან მე ხელფასს არ ავიღებდი. რა თქმა უნდა, ნინო ანანიაშვილი უდიდესი ბალერინაა და ამას არავინ უარყოფს, – განაცხადა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას.

ოქიტაშვილის განცხადებით, თუ გმაოიკვეთა, რომ დასში ვინმე პოლიტიკური ნიშნით იჩაგრება, ის დიალოგს დაიწყებს და თუ ამ მეთოდმა არ გაამართლა, დაიწყება აქციები.

“როდესაც მისი ოჯახის წევრი ასეთ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს უხერხულად მეჩვენება. მეორე, კულტურული დაწესებულებები ასეთი პოლიტიკური განცხადებებისგან უნდა გათავისუფლდეს. იმ საბალეტო დასში შეიძლება იყვნენ “ოცნების”, “ლეიბორისტების” მხარდამჭერები, მაგრამ როდესაც იცი, რომ შენი ხელმძღვანელი მისი ქმრის ასეთ განცხადებას მხარს უჭერს, კოლექტივში ცოტა უხერხული სიტუაცია ყალიბდება. მე ეს ვიგულისმე და არ მითქვამს, რომ ანანიაშვილი ოპერიდან გამოაგდეთ-თქო. გააგრძელოს მოღვაწეობა, ამაში ხელს არავინ უშლის. მე ჩემი აზრი დავაფიქსირე. მე ორშაბათს ვხვდბეი პროფკავშირების თავმჯდომარეს. მაინტერესებს, როდესაც ანანაიშვილის ქმარი ასეთ განცხადებას აკეთებს, ოპერაში ვინმე პოლიტიკური ნიშნით ხომ არ იჩაგრება. ხომ შეიძძლება ვინმე დასში ხმარს არ უჭერდეს ანანიაშვილის ქმრის განცხადებას. თუ მე ეს გავარკვიე, გავმართავ დიალოგს. თუ დიალოგმა შედეგი არ გამოიღო, მაშინ დავიცავ იქ მომუშავე ადამიანებს აქციებით. თუ გამოიკვეთა, რომ საბალეტო დასში პოლიტიკური ნიშნით ვიღაცები იჩაგრებიან, ამ კუთხით დავიწყებთ და თუ ამან შედეგი არ გამოიღო, დავიცავ ამ ადამიანების უფლებების დაცვას”, – აცხადებს ოქიტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრში ნინო ანანიაშვილი ხელმძღვანელ პოსტს არ უნდა იკავებდეს.

იტვირთბა....