პარლამენტმა ორი თვით გადადო “კანაფის კონტროლის შესახებ” კანონის განხილვა. ეს გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე, ჯანდაცვის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღეს.
შეგახსენებთ, აღნიშნული პროექტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, საქართველოში მცენარე კანაფის მოყვანა-კულტივაციას ითვალისწინებს საექსპორტო მიზნებისათვის. არჩევნების წინაპერიოდში მსგავს ინიციატივას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.