ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი შენგელაიას საპრეზიდენტო კანდიდატობაზე ცესკომ უარი უთხრა

რეჟისორ გიორგი შენგელაიას, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატად გახდომა ჰქონდა გადაწყვეტილი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა.

როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთა სიის არწარდგენაა, რომლის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 18 სექტემბერს ამოიწურა.

შეგახსენებთ, მხარდამჭერთა სიის არწარდგენის გამო, გიორგი შენგელაიას გარდა, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი კიდევ 18 პირს ეთქვა.

იტვირთბა....