aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იმ 500 სოფლის სია, სადაც ინტერნეტიზაცია იწყება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს 10 რეგიონის – აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის 500-მდე სოფლისთვის.

პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ინტერნეტით ისარგებლებს აჭარის 44 სოფელი, მათ შორის ნიგაზეული, საჩინო, კოხი, ქედა, მნათობი, ახალსოფელი, ზედა ახალშენი;

გურიის 30 სოფელი, მათ შორის, ნიგვზიანი, ქვიანი, ლესა, ბოხვაური, გვიმრალაური, აცანა;

იმერეთის ასზე მეტი სოფელი, მათ შორის, ზედა ვანი, სულოური, შუამთა, მუხურა, ზედა საზანო, ჩხარი, ივანწმინდა, ჭალა, გორისა;

კახეთის 20-ზე მეტი სოფელი, მათ შორის ზემო ბოდბე, მუკუზანი, ჩალაუბანი, წითელწყარო, გამარჯვება, ზემო ხოდაშენი;

ქვემო ქართლის 50-ზე მეტი სოფელი, მათ შორის ბეშთაშენი, სამშვიდე, ქვემო სარალი, მუხათი, წინწყარო, წალკა, აიაზმი;

სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლები სუჯუნა, წილორი, სამიქაო, ქოლობანი, საგვაზავო, გაღმა ზანათი, მუხური, სარაქონი, კირცხი;

შიდა ქართლის სოფლები კარალეთი, ქვემო რეხა, ბერბუკი, კავთისხევი, დიდი სათივე, ზემო ოსიაური და სხვა.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში ინტერნეტი საქართველოს 2000 სოფელში შევა და მთლიანობაში ხელმისაწვდომი მოსახლეობის 91%-სთვის გახდება. OpenNet-ის მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გამოყენებით მომსახურებას მიიღებს 190,000-მდე აბონენტი. პროექტის განხორციელება 2018 წელს უნდა დასრულდეს.

პროექტი ასევე მოიცავს რეგიონის მასშტაბით კვალიფიციური კადრების გადამზადებას, ტრენერების მომზადებას, დამწყები მაღალტექნოლოგიური კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში განხორციელდება საგრანტო პროგრამები, რომლებიც ინოვაციური პროექტების სხვადასხვა ფაზებს დააფინანსებს. გათვალისწინებულია ასევე ინტერნეტიზაციის პროცესის ხელშემწყობი ქმედებები, მათ შორის კომპიუტერული წიგნიერების, კომპიუტერიზაციის და მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერული ბიზნესის ხელშეწყობა.

პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონისა და სოფლების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაფარვა.

ინფორმაცია მოწოდებულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან.

 

სოფლების სრული ჩამონათვალი

იტვირთბა....