უზნეობაა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასა და გირგვლიანის მკვლელობასთან გავავლოთ პარალელები, ცინიზმია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
როგორც მან 3 ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს განაცხადა, გირგვლიანის საქმის შემთხვევაში, გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და სახელმწიფომ ხელი დააფარა მკვლელებს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კი მისი თქმით, ჯერ არ დასრულებულა სასამართლო პროცესები.
“ის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია დღეს გადაიქცა სიმბოლოდ და პარალელებს ახერხებენ ზოგიერთები გირგვლიანთან გაავლონ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ცინიზმი და უზნეობა, რამე თუ არსად იკვეთება სახელმწიფოს ინტერესი ამ საქმეში და იმ კომისიამსაც ვერაფერი დაადგინა. სახელმწიფოს ინტერესია ერთადერთი, რომ ეს გამოძიება იყოს სწორად წარმართული”- განაცხადა ივანიშვილმა.