aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თითქმის სამი წელი უსამართლოდ გავატარე ციხეში, მაგრამ ბოღმას, შურისძიების სურვილს არ ვგრძნობ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თითქმის სამი წელი უსამართლოდ გავატარე ციხეში, მაგრამ ბოღმას, შურისძიების სურვილს არ ვგრძნობ”, – ამის შესახებ პარტია “ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის” ახლადარჩეულმა გენერალურმა მდივანმა, გიგი უგილავამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დღეს ჩემ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ეს ახალი ბრძოლაა და პირობას გაძლევთ ბოლომდე ვიბრძოლებ. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით ვარდების რევოლუციის ღირებულებების ერთგული. ახლაც ვამბობ, რომ კმარა, საქართველო არ იმსახურებს იყოს უიმედო, ღარიბი, ერთ ადამიანს დამორჩილებული. საქართველო უკეთეს მომავალს იმსახურებს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

პარტია “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გიგა ბოკერია, გენერალური მდივნის პოსტზე გიგი უგულავა აირჩიეს, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატად – ელენე ხოშტარიაა დასახელებული.

15.00 საათზე, სპორტის სასახლეში მოძრაობა “ევროპული საქართველოს” ყრილობა დაიწყო.

იტვირთბა....