საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე სოციალურ ქსელში აზიარებს სურათს, რომლის თანახმადაც 10 ლარად 4 ზეთის შეძენაა შესაძლებელი.
“მადლობა ინფორმაციისათვის, დამამტკიცებელი საბუთებიც ამ ფოტოებით დაიდო, რომ ჩემი ნათქვამი – 10 ლარად 4 ბოთლი ზეთის ყიდვა შესაძლებელია, მართალი ყოფილა (ისე როგორც სხვა რამ რასაც ვამბობ ხოლმე). თქვენთან ერთად ვიმედოვნებ რომ ამ “უმნიშვნელოვანესი ” საკითხის გამო აღარ დაიტვირთება ძვირფასი საეთერო დრო”, – წერს მაღრაძე.
გუგული მაღრაძემ 2015 წელსაც თქვა, რომ 10 ლარად 4 ბოთლი ზეთის შეძენა იყო შესაძლებელი, რასაც საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოყვა.