aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გია ხუხაშვილი: მოვსინჯოთ ალეკო ელისაშვილი მერად, ცოტა გავერთობით მაინც

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერის არჩევნებზე ერთადერთი ინტრიგა ალეკო ელისაშვილია, -ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არაპარტიული კანდიდატი არჩევნებზე სიახლეა:

“საერთოდ, ამ არჩევნების სიახლეა არაპარტიული კანდიდატი, რომელიც ამბობს და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ გაათავისუფლებს ქალაქს პარტიული კლანებისა და აქტივისგან. პარტიული კლანები და აქტივი იყვნენ მმართველობაში წინა და ამ ხელისუფლების დროსაც. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველი მას (ალეკო ელისაშვილს) აკვირდება, თუმცა ჯერჯერობით ეჭვი ეპარება, რამდენად შეუძლია ამ ადამიანს რეალურად ამოცანების გადაწყვეტა. მაგრამ ჩვენ უნდა წავიდეთ ამ ექსპერიმენტზე. წინა დღე ნანახი გვაქვს ბევრჯერ, გავიღვიძოთ და მეორე დღეში გადავინაცვლოთ. აღარ მოგვბეზრდა ამ ერთსადაიმავე წრეზე ტრიალი? აგერ არის ეს ახალგაზრდა კაცი – შეიძლება გამოუცდელია, ბევრი რამე არ იცის, მაგრამ გულწრფელი და გულანთებულია. მოვსინჯოთ, ეს არ გვინახავს. რაღაც ახალი იქნება. ცოტა გავერთობით მაინც. “-განაცხადა ხუხაშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....