aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ალეპოზე დოკუმენტის მიღება არაფერს შეცვლის

aviabiletebi
ავიაბილეთები

თამარ ჩუგოშვილისთვის ალეპოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებული განცხადების ტექსტი მისაღებია, მაგრამ ის მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ აღნიშნული დოკუმენტის მიღება “არაფერს შეცვლის”.

“საქართველო ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო დონეზე, რაც შეიძლება გააკეთოს ჩვენნაირმა ქვეყანამ; უერთდება ყველა იმ რეზოლუციას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მუშავდება. პარლამენტის მიერ რაიმე ასეთი ტიპის დოკუმენტის შემუშავება, თუ რეალისტები ვიქნებით, ვიცით, რომ პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ კიდევ დამატებით წერილობითი დოკუმენტით არის საჭირო ამ პოზიციის დაფიქსირება და ჩვენი გულისტკივილის გამოხატვა, მე მგონი, ამაზეც შეიძლება მსჯელობა”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

“ამ ტექსტის მიღება ალეპოსთვის და სირიისთვის არაფერს შეცვლის და ვერანაირი გავლენა ვერ ექნება, ამიტომ ზედმეტი აჟიოტაჟი, მე მგონი, უფრო სპეკულაციურია, ვიდრე კონკრეტული შედეგის მომტანი. თუმცა, ტექსტის შინაარსთან მე პირადად პრობლემა არა მაქვს”,- აღნიშნა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმცირესობა ალეპოში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ განცხადების მიღების ინიციატივით გამოდის. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული განცხადების პროექტში უკიდურესი შეშფოთებაა გამოთქმული ალეპოში უკანასკნელ პერიოდში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტების გამო.

იტვირთბა....