aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

XIX ბიზნესრეიტინგზე საუკეთესო კომპანია „ავერსი“, ხოლო ინვესტორი კომპანია „დრიმ ლენდ ოაზისი“ გახდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

14 დეკემბერს, თბილის გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ  „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX  ბიზნესრეიტინგის დაჯილდოება და საზეიმო საღამო გაიმართა, რომელშიც, სულ 38 კომპანია მონაწილეობდა.

ღონისძიებას მთავრობის, საკანონმებლო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, მედია და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.  სტუმრებს შორის გახლდათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი,“საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და სხვა ოფიცილური პირები.

ბიზნესრეიტინგის ღონისძიებაზე, ტრადიციულად,  2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები გამოვლინდნენ.

ღონისძიების ერთ-ერთი საინფორმაციო მხარდამჭერი ინტერნეტ გაზეთი “მეტრონომი” იყო, რომელსაც ორგანიზატორებმა ბიზნესის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისათვის სპეციალური სერთიფიკატი გადასცეს.

საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია – გრან-პრის მფლობელი, ფარული კენჭისყრის საფუძველზე დასახელდა და წელს, გამარჯვებული კომპანია „ავერსი“ და პაატა კურტანიძე გახდა.

ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მონაწილეებს ამ დაფასებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული 9 000 თანამშრომელის სახით, იმისთვის, რომ ჩვენი კომპანია ასეთი წარმატებული ყოფილიყო  მომავალი წელს არის “ავერსის” 25 წლის იუბილე, რაც საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია.

მინდა წარმატება ვუსურვო მომავალში ყველა მონაწილეს და ვიმედოვნებ, რომ მრავალი წლის განმავლობაში “ავერსი” მოწინავე პოზიციაზე იქნება.” – განაცხადა “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში “ავერსის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ.

რაც შეეხება გამარჯვებულ ინვესტორ კომპანიას: Investment Award  – ბიზნესრეიტინგის ღონისძიების ფარგლებში, წელს უკვე მესამედ გაიმართა და საუკეთესოთა შორის საუკეთესო ინვესტორი კომპანია, კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, წლის  დრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე გახდა.

ამგვარი ღონისძიებები ბიზნესისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, თავად ეს ფაქტი კი, – გამარჯვება – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

მოგეხსენებათ, კომპანია მთლიანად ავსტრიულია და ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ამ ხალხს ნდობა ჰქონოდათ ჩვენი ქვეყნისადმი. საქართველოში მათ განხორციელებული აქვთ 50 მილიონზე მეტი ინვესტიცია და სადღაც 100 მილიონ დოლარამდეა ჩადებული ჩაქვის „დრიმ ლენდ ოაზისის“ პროექტზე გათვლილი, რომელიც უკვე უნდა დასრულდეს. ამის გარდა, სხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ მსგავსი პროექტების განხორციელებას. 

რაც შეეხება დღევანდელ ჯილდოს, ის ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციის მომცემია. ამგვარი აღიარება კი, ბიზნესმენებისთვის უმაღლესი წარმატების ნიშანია, რისკენაც, ყველა ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი იღწვის,“  – განაცხადა მან ნიკოლოზ გეგუჩაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

 

 

იტვირთბა....