aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

WWF: მსოფლიოში ცხოველების რაოდენობა 1970 წლიდან 60%-ით შემცირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის (WWF) ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ცხოველების რაოდენობა 1970 წლიდან 60%-ით შემცირდა.

ანგარიშის თანახმად, 1970-დან 2012 წლამდე მათი რაოდენობა  58%-ით შემცირდა. კვლევის მიხედვით,  2020 წლისთვს  ცხოველების რაოდენობა მსოფლიოში, 1970 წელთან შედარებით, 67 %-ით შემცირდება.

მსოფლიოს ველური ბუნების ფონდი ცხოველების რაოდენობის შემცირების მიზეზად ნადირობასთან ერთად,  ადამიანის საქმიანობას ასახელებს, რომლის შედეგიც გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და ადამიანის მიერ კონკრეტული გარემოსთვის არადამახასიათებელი მცენარეებისა და ცხოველები შემატებაა.

ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად შემცირდა იმ ცოცხალი არსებების რაოდნეობა, რომლებიც ტბებში, მდინარეებსა და ჭაობებში ბინადრობენ.

 

იტვირთბა....