aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Wizz air ქუთაისიდან ვენის მიმართულებით რეგულარულ ფრენას იწყებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისსა და ავსტრიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 11 ოქტომბერს დაიწყება.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანიაWizz air ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისსშეასრულებს.

პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით 07:25 საათზე შესრულდება. რეგულარული ფრენები კი კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსადა კვირას განხორციელდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავსტრია რიგით მე-15 ქვეყანა და 21-ე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანპირდაპირი ფრენები სრულდება.

11 ოქტომბერს 15:00 საათზე ვენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიპირველი თვითმფრინავი დაეშვება. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით დავითაღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საზეიმო დახვედრა გაიმართება.

იტვირთბა....