aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა კვლევები მთავარი საზოგადოება

TOP 10: „მეტრონომმა“ წლის საუკეთესო აუდიტორული და საბუღალტრო ორგანიზაციები გამოავლინა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა გაზეთმა „მეტრონომმა“ მორიგი კვლევა ჩაატარა, რითაც საქართველოში მოქმედი აუდიტორული და საბუღალტრო ორგანიზაციების TOP 10 შედგა. კვლევას გაზეთმა ერთ თვეზე მეტი მოანდომა. „მეტრონომის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარე ონლაინ-გამოკითხვაში 35 აუდიტორული და საბუღალტრო კომპანია მონაწილეობდა. გაზეთის ვიზიტორები პასუხობდნენ კითხვაზე – „რომელ აუდიტორულ კომპანიებს ანიჭებთ უპირატესობას“. მასში მონაწილეობა 80 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. გარდა ამისა, გაზეთი უკავშირდებოდა საქართველოში მოქმედ მსხვილ კომპანიებს, მათ შორის იყვნენ ცნობილი ბრენდები.

TOP 10-ის გამოვლენამდე „მეტრონომმა“ შეისწავლა 100-ზე მეტი აუდიტორული კომპანია. იხილეთ ცხრილი:

რაც ყველაზე მთავარია, „მეტრონომს“ აქვს ფეისბუქის სპეციალური ჯგუფი, რომელიც მილიონი წევრისგან შედგება, რაც არის გარანტია, რომ თვეების განმავლობაში TOP 10-ის შედეგები და ათივე კომპანიის შესახებ ინფორმაცია უამრავ მოქალაქემდე მივა.

აუდიტორული და საბუღალტრო კომპანიები, რომლებიც რესურსების მართვას, დასახული მიზნის მიღწევის შეფასებას, ოპერაციული საქმიანობის გაუმჯობესებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ნდობის განმტკიცებას უზრუნველყოფენ, საჯარო თუ კერძო კომპანიებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად მიიჩნევა.

საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ინტერნეტ-გაზეთმა “მეტრონომმა” აღნიშნული პროექტი უკვე მეორედ განახორციელა, რომლის მიზანი წლის საუკეთესო აუდიტორული და ბუღალტრული კომპანიის გამოვლენაა.

კვლევის შედეგად გამოვლენილი 10 საუკეთესო კომპანია ადგილების მიხედვით:

1 – „არბიტრანსი“: კომპანია „არბიტრანსი“ მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული აუთსორსინგული კომპანიაა, რომელიც ფინანსურ სფეროსთან დაკავშირებულ ყველანაირ მომსახურების შესრულებას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ახორციელებს. მათ შორის: საბუღალტრო მომსახურება; აუდიტორული მომსახურება; ფინანსური აღრიცხვა; მმართველობითი აღრიცხვა; საკონსულტაციო მომსახურება; საგადასახადო მომსახურება.

2 – „ინტერ აუდიტი“: აუდიტორულ საკონსულტაციო კორპორაცია “ინტერაუდიტი” დაფუძნდა 1995 წლის მაისში. ის ერთ-ერთი ძლიერი აუდიტორული ფირმაა საქართველოში.

საზოგადოების ჩამოყალიბების მისია იყო: საქართველოში მაღალხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების აუდიტურ-საკონსულტაციო მომსახურების დანერგვა და შესაბამისი მენტალიტეტის დამკვიდრება.
საზოგადოების სტრატეგია და ორგნიზაციული სტრუქტურა ეყრდნობა მის მიერ არჩეულ მისიას და თავის საქმიანობას წარმართავს შესაბამისი სტანდარტებით.
საზოგადოებაში საქმიანობენ სერთიფიცირებული აუდიტორები და ბუღალტრები, მაღალკვალიფიცირებული ექსპერტ-ფინანსისტები, იურისტები, რომელთაც გააჩნიათ აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობის მინიმუმ 20 წლის სტაჟი. დასაქმეულია 2 სერთიფიცირებული აუდიტორი და 7 სხვადსხვა კვალიფიკაციის ექსპერტი. მათ გააჩნიათ საჭირო ენობრივი და ტექნიკური (კომპიუტერული) კვალიფიკაცია.

3 – „ბიზნესისა და აუდიტის აკადემია“: „ბიზნესის და აუდიტის აკადემია“ 2012 წლის 18 იანვარიდანაა რეგისტრირებული. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურება, ასევე კომპანის აქვს თავისი სასწავლო ცენტრი, სადაც ხდება სხვადასხვა პროფესიის მქონე ფიზიკური პირების გადამზადება ბუღალტრულ და აუდიტორული საქმიანობის კუთხით.

4 – „ექსპერტი“ : “აუდიტორული კომპანია ექსპერტი” დაარსდა 2013 წლის 25 სექტემბერს. კომპანიის დირექტორი და გარიგების პარტნიორია ლელა ჯანელიძე, რომელსაც აუდიტორად მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია დამკვეთებს სთავაზობს აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს: ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება და გატარება; რეკომენდაციების მიცემა.
მის მიერ განხორციელებული საბანკო, საფინანსო, სამეურნეო ოპერაციების და საკითხების ოპტიმალურად მოსახერხებელი ფორმის შერჩევას და კანონმდებლობასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით. წლიური აღრიცხვა; ანგარიშგების ფინანსური და საგადასახადო აუდიტი; სააბონენტო (ყოველთვიური და ყოველკვარტალური) აუდიტორული მომსახურება; ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად; სრული ბუღალტრული მომსახურება; ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერიზაცია; ქონების და ბიზნესის შეფასება.

5 – Nigollet Audit: საკონსულტაციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2011 წლის 18 ოქტომბერში ძირითადი მიზნით – დაეხმაროს კომპანიებს ბიზნეს-პრობლემების გადაწყვეტაში და ხელი შეუწყოს მათ წარმატებას საქართველოს საქმიან გარემოში.
საკონსულტაციო კომპანია Nigollet მომსახურებას უწევს, საქართველოს ეკონომიკის ყველა იმ ძირითად სფეროში მომუშავე კომპანიებს, როგორებიცაა: ტრანსპორტი და კომუნიკაციები; სადაზღვევო საქმიანობა; ვაჭრობა და მომსახურება; მრეწველობა; მშენებლობა; ენერგეტიკა; მედიცინა.
ასევე კომპანია Nigollet სთავაზობს კლიენტებს წარმომადგენლობას საგადასახადო დავებში.


6 – „კრეატივ ბალანსი“ბიზნესი საგადასახადო რისკების გარეშე – ეს საბუღალტრო, საკონსულტაციო და იურიდიული კომპანია „კრეატივ  ბალანსის“ დევიზია, რომელიც ბაზარზე 2012 წლიდან არსებობს. ის მაღალხარისხიანი, სრულყოფილი, პროფესიონალური და კვალიფიციური მომსახურების ხარჯზე წარმატებულად მოღვაწეობს საქართველოს საფინანსო და იურიდიული მომსახურების  ბაზარზე.

„კრეატივ ბალანსი“ საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურებას ახორციელებს: პირველადი დოკუმენტების დამუშავება, ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა, ფინანსური ანგარიშგების (მოგება-ზარალის, ბალანსის და ფულადი სახსრების უწყისის) მომზადება, ფირმების რეგისტრაცია, ფიზიკური პირების დეკლარაციის მომზადება და საგადასახადო კონსულტაციების გაწევა.

„კრეატივ ბალანსში“ დასაქმებული ბუღალტრები და იურისტები უკვე 10-12 წელია წარმატებულად მოღვაწეობენ და აქვთ მდიდარი გამოცდილება. ორგანიზაციის  მთავარ ღირებულებას პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგულება წარმოადგენს. სწორედ ამის დამსახურებაა საზოგადოებაში კომპანიის რეიტინგი და ნდობის მაღალი მაჩვენებელი, რაც დაადასტურა კიდეც ინტერნეტ-გაზეთ „მეტრონომის“ მიერ, 1 000 ორგანიზაციაში ჩატარებულმა კვლევამ. კვლევის მიხედვით, „კრეატივ  ბალანსი“ საქართველოში მოქმედ აუდიტორულ და ბუღალტრულ კომპანიებს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა

7 – „ანდრე აუდიტი“: “ანდრე აუდიტი” აუდიტორული კომპანიაა, რომელიც 2014 წელს დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ არც თუ დიდი ხნის კომპანიაა, მან ბაზარზე თავისი ადგილი დაიმკვიდრა. მისი გუნდი შედგება პროფესიონალი კადრებისგან, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი გამოწვევას გაართვან. კომპანია აძლევს განვითარების და წინსვლის საშუალებას თავის თანამშრომლებს. ქმნის იდეალურ სამუშაო გარემოს.

8 – „გვაზავა და პარტნიორები“: შპს ,, საკონსულტაციო კომპანია გვაზავა და პარტნიორები“ დაარსდა 2008 წელს ძირითადი მიზნით – დაეხმაროს კომპანიებს საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის პრობლემების გადაწყვეტაში და ხელი შეუწყოს მათ საქმიანობას.
საკონსულტაციო კომპანია მომსახურებას უწევს, საქართველოს ეკონომიკის ძირითად სფეროში მომუშავე კომპანიებს, კერძოდ მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, მედიცინის სფეროს, ვაჭრობა და ყველა სხვა სახის მომსახურეობას.

9 – Audit Development Group: არის კომპანია დაკომპლექტებული პროფესიონალი კადრებით, რომელიც მუშაობს ბუღალტერია – აუდიტის სფეროში.
კომპანიის უმთავრესი მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესს სწორი ფინანსური სურათის დანახვაში და საგადასახადო რისკების თავიდან აცილებაში.

10 – „გლობალ აუდიტი“: კომპანია მოღვაწეობს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში.

იტვირთბა....