aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კონკურენციის სააგენტო Yandex ტაქსის საქმიანობას შეისწავლის

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს კონკურენციის სააგენტო ტაქსების კომპანიების საჩივრის საფუძველზე “იანდექს ტაქსის” საქმიანობას შეისწავლის.

საჩივრის თანახმად, “იანდექსი” მომხმარებლებს საბაზრო ფასზე იაფად ემსახურება და არღვევს კონკურენციის პირობებს.

“ჩვენ შევისწავლით ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად და რა ინსტრუმენტებიც გააჩნია კონკურენციის საგენტოს, იმოქმედებს იმის ფარგლებში, თუმცა უნდა ითქვას ის, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მხარის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ტაქსი 200-200-ს ვთხოვეთ დააზუსტონ საკუთარი საჩივარი, უკვე დავიწყეთ წინაწარი სამუშაოები. ჩვენ დავუკავშირდით მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის სომხეთის შესაბამის სამსახურებს. ჩვენ შევისწავლით ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად და რა ინსტრუმენტებიც გაგვაჩნია, კონკურენციის სააგენტო იმუშავებს იმის ფარგლებში. ერთი უნდა ითქვას, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მხარის უფლება”.-განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა.

შეგახსენებთ, რუსულ კომპანია “იანდექს” ტაქსის ქართული კომპანიები დემპინგში ადანაშაულებენ. რუსული კომპანია საქართველოში 2016 წლის აგვისტოდან გამოჩნდა. თავდაპირველად, “იანდექსის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე იყო დატანილი, თუმცა მოგვიანებით, რუკა შეიცვალა.

 

იტვირთბა....