aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

Time: ევროკავშირი პუტინის ქალიშვილებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროკავშირი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, დასავლეთი ცდილობს რუსეთის მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას ადეკვატურად უპასუხოს.

Time წერს, რომ სანქცირებულთა სიაში პუტინის შვილებთან ერთად შესაძლოა მოხვდნენ რუსი პოლიტიკური ფიგურები, მაგნატები და მათი ოჯახის წევრები, ასევე რამდენიმე პროპაგანდისტი.

“პუტინის ქალიშვილების, კატერინასა და მარიას მიმართ სანქციების დაწესება ძირითადად სიმბოლური ნაბიჯია, რადგან გაურკვეველია, აქვთ თუ არა მათ მნიშვნელოვანი აქტივები რუსეთის ფარგლებს გარეთ”, – წერს მედია.

ტექსტში ნათქვამია, რომ პუტინის ქალიშვილების ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული და მათი ფოტოები თითქმის არ ვრცელდება. ისინი ასევე ატარებენ სხვადასხვა გვარებს.

მარია ვორონცოვა, მისი უფროსი ქალიშვილი, არის Nomenko-ს თანამფლობელი, რომელიც ჩართულია რუსეთის დიდწილად კერძო საინვესტიციო პროექტში ჯანდაცვის სფეროში.

 კატერინა ტიხონოვა ხელმძღვანელობს ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირი რამდენიმე რუსული ბანკისთვის სანქციების დაწესებასაც გეგმავს.

 

იტვირთბა....