aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

GDS-დან ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელზე ინაცვლებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

„ჯიდიესიდან“  საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელები და წამყვანები ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ინაცვლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, „ჯიდიესის“  საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკა შონია, ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს გიორგი ფუტკარაძეს ჩაანაცვლებს. რაც შეეხება გიორგი გვიმრაძეს, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი და მიმდინარე ამბების დეპარტამენტს უფროსს, მას სავარაუდოდ,  „ჯიდიესის“- წინასაარჩევნო პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან” ბიძინა ივანიშვილის თანაწამყვანი ნათია თოიძე ჩანაცვლებს, ამ გადაცემის კიდევ ერთი წამყვანი ჟურნალისტი მიშა ფეიქრიშვილი კი ახალ პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს.

შეგახსენებთ, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ არ გამორიცხა, რომ  2030-დან და „ჯიდიესიდან“  ჟურნალისტების გადაყვანა. ამ ცვლილებების მიზეზი კი ,,იმედის“ მიერ ,,მაესტროსა“ და  „ჯიდიესის”-ის შესყიდვა გახდა, იმედის ჰოლდინგში ამ ტელეკომპანიების გაერთიანების შემდეგ მხოლოდ ერთი საინფორმაციო გამოშვება დარჩება.

ჯერ-ჯერობით ამ ინფორმაციას ტელევიზიაში არ ადასტურებენ, რომ 2030 დაიხურა.

იტვირთბა....