aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

Foreign Policy: პუტინმა უკრაინაში ჯარების რაოდენობა თვითონ შეამცირა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეოთხე თვეში, ვლადიმერ პუტინმა თავად გააუქმა თავისი არმიის რაოდენობრივი უპირატესობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Foreign Policy ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთის პრეზიდენტს, სრულმასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადება არ სურს, რადგან ეს ბრძოლის ველზე უპირატესობებს ართმევს.

პოტენციურად, მობილიზაცია საშუალებას მისცემს რუსეთს ათასობით ჯარისკაცი გამოიყვანოს ბრძოლის ველზე. აშშ-ს ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ პუტინს არ სურს გადაიხადოს პოლიტიკური ფასი და თავისი არმიის რეალური დანაკარგების აღიარებით საკუთარი რეპუტაცია რისკის ქვეშ დააყენოს.

“რუსული ჯარების რაოდენობა დონბასში უმეტესწილად აღემატებოდა უკრაინის სამხედრო ძალებს, დაახლოებით რაოდენობით 3/1-ზე. ოკუპანტმა ლუგანსკის ოლქის უმეტესი ნაწილის დაკავება მოახერხა, რაც ახალ იმპულსს აჩენდა მათთვის, თუმცა პუტინმა უარი თქვა ჯარების რაოდენობის გაზრდაზე, რამაც მათი უპირატესობის კლება გამოიწვია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც მასალაში აღნიშნულია, კრემლის სტრატეგიული წარუმატებლობა დაკავშირებულია არა მხოლოდ საშინაო პოლიტიკასთან, არამედ დასავლეთის სანქციებთან. რუსეთის გადასვლა საარტილერიო ომზე დონბასში თანამედროვე მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგების ამოწურვით და სანქციების პირობებში შევსების შეუძლებლობითაა გამოწვეული.

ამასთან, რუსეთი ზოგიერთ შემთხვევაში ჯარების ფარულ მობილიზაციას ცდილობს, რაც ხშირად წარუმატებლად სრულდება.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....