aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

BBC: “ავტორიტარული სახელმწიფოების რეგიონში, ყოფილი საბჭოთა საქართველო წარმატების ისტორიაა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

BBC საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და სტატიას აქვეყნებს სათაურით ” საქართველოს მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში მანდატის მოპოვებას ცდილობს”:

 

“ქართული ოცნება” იმედოვნებს, რომ მართვის მანდატს უზრუნველყოფს და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკური წარმატების მოკრძალებულ ისტორიებზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ევროპასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა ყოფილი ეპატაჟური ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, 2012 წელს ციხეებში სასტიკი მოპყრობის სკანდალის  შემდეგ გადაირჩიეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმედოვნებს, რომ ქართველები დაიღალნენ მმართველი პარტიით და მისი დამფუძნებელი მილიარდერით ბიძინა ივანიშვილით. იმის მიუხედავად, რომ მან ოფიციალურად პოლიტიკა დატოვა, ბატონი ივანიშვილი კვლავ ფართოდ მიიჩნევა ქვეყანაში გადაწყვეტილებების მთავარ მიმღებად. და მაინც, ძირითადად ავტორიტარული სახელმწიფოების რეგიონში, ყოფილი საბჭოთა საქართველო წარმატების ისტორიაა მრავალპარტიული დემოკრატიით”, – აღნიშნავს BBC-ის კორესპონდენტი.

 

იტვირთბა....