aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

19 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

19 წლის გოგონას ანა ხელაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი ფოთში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ მის ვინაობას. გარდაცვლილი გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილის ბიძაშვილი ბიჭია, რომელთან ერთადაც ის დეიდის სახლში ცხოვრობდა.

საქმეზე შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში,  უზნაძის ქუჩის ნომერ 117-ში 19 წლის გოგონა  გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი.  მის ბიძაშვილს კი რომელთან ერთადაც ის ცხოვრობდა ვერ პოულობდნენ.

იტვირთბა....