aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„1 ლარი და 18 თეთრი დღეში საკვებად საკმარისია“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„1 ლარი და 18 თეთრი დღეში საკვებად საკმარისია“ – ამბობს საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ რიმა ბერაძე. სოციალურ ქსელში ამ  განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„1 ლარი და 18 თეთრში თავიდან ბოლომდე არის გათვლილი კალორიულობა. ვფიქრობ, ამ კუთხით ჩვენ შენიშვნები არ გაგვაჩნია.”-  აცხადებს საკრებულოს დეპუტატი.

ჩვენ გვინდოდა გადაგვემოწმებინა გავრცელებული ინფორმაცია თავად ქალბატონ რიმასთან, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

სოციალურ ქსელში განცხადებას ეხმაურება „კომედი შოუს“ მსახიობი კობა ბარათელიც.

„1,18 ლარი ოთხსულიან ოჯახს კი ყოფნის დღეში, მაგრამ ხუთი სული გვყავს ოჯახში რა ვქნათ?“- წერს ფეისბუქზე მსახიობი.

იტვირთბა....