aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ოლიგარქებმა უკრაინა დაიპყრეს: აშშ-ს ჰელსინკის კომისია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია (აშშ-ს ჰელსინკის კომისია)უკრაინასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინაში კორუფცია და ოლიგარქიული ხელისუფლება ქვეყნის შემდგომი განვითარებისთის მთავარი “საშინაო მტერია”.

“უკრაინაში ოლიგარქების გავლენა მუდმივი კორუფციის მთავარი საფუძველია. ოლიგარქებმა დაიპყრეს უკრაინის სახელმწიფო, განდევნეს არაკორუმპირებული პოლიტიკური პარტიები და გაძარცვული სიმდიდრის გაყოფაში ერთმანეთის კონკურენტები არიან” ნათქვამია კომისიის ანაგრიშში. ანგარიშში ასევე წერია, რომ უკრაინელი ოლიგარქები არა ბიზნესმენები, არამდ კარის ბიზნესმენები არიან, რომლებიც პოლიტიკურ და პირად კავშირებს მონოპოლიად აქცევენ და ეს ყველაფერი სახელმწიფოს მიერ არის მხარდაჭერილი. მოხსენებაში უკრაინის ერთ ერთ ძირითად პრობლმად სასამართლო რეფორმა სახელდება.

ჰელსინკის კომისია თვლის, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედიაა. კომისია თვლის, რომ მხოლოდ ასეთ პირობებშია შესაძლებელი ოლიგარქები კარის ბიზნესმენებიდან ნამდვილ ბიზნესმენებად გადაიქცნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური კორუფცია.

“უკრაინამ რაც შეიძლება მალე უნდა შექმნას ანტიკორუფციული სასამართლო იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს უკრაინის ანტიკორუფციული არქიტექტურა”,- ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ საჭიროა ქვეყანაში გაძლიერდეს ელექტრონული მმართველობა და განვითარდეს დამოუკიდებელი მედია, როგორც მთავარი მექანიზმი იმისთვის, რომ უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებამ მედიასთან ერთად რეფორმების პროცესს მონიტორინგი გაუწიოს.

 

იტვირთბა....