aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯორჯიან თაიმსის გენერალურ დირექტორს, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯორჯიან თაიმსის გენერალურ დირექტორს, პაპუნა გულაშვილს, ნამახვანჰესის აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას აქციის მონაწილეებმა სთხოვეს, რომ პროტესტს შეერთებოდა, რაზეც პაპუნამ უთხრა რომ არ ეცალა, ამის შემდეგ კი ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან თაიმსი ავრცელებს.

“პაპუნა გულაშვილი ოფისში მოდიოდა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მოსთხოვა მას მანქანა გაეჩერებინა და აქციის მონაწილეებს შეერთებოდა. პაპუნა გულაშვილმა აუხსნა, რომ ის მიდიოდა ოფისში, მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რა დროსაც აქციის მონაწილემ მას დროშის ტარი სახის არეში ჩაარტყა. პაპუნა გულაშვილმა მიიღო ფიზიკური დაზიანება”,-  წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ჯორჯიან თაიმსი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოხდეს ფაქტზე დროული და შესაბამისი რეაგირება და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის და შესაბამისი ფოტო ვიდეო მასალის მიწოდებისთვის მზადყოფნას აცხადებს.

იტვირთბა....