aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯეიმს აპატურაიმ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვულოცავ ქართველ ხალხს არჩევნების ჩატარებას, რომელიც თავისუფალ და კონკურენტუნარიან არჩევნებად შეფასდა, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი წერს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ჯეიმს აპატურაიმ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ასევე ვულოცავ ქართველ ხალხს არჩევნების ჩატარებას, რომელიც თავისუფალ და კონკურენტუნარიან არჩევნებად შეფასდა. აშკარად ხისტი კამპანია იყო და უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რათა სამომავლოდ ყველა კანდიდატისთვის შეიქმნას გარემო, სადაც ისინი თანაბარ პირობებში იქნებიან. ველოდები საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ერთობლივი სამუშაოს გაგრძელებას” , – წერს აპატურაი.

იტვირთბა....