aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჯარიმას მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო გააუქმებს – ხაჭაპურიძე პერსონალურ მონაცემთა დაცვის დასკვნაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ პენიტენციური უწყების მხრიდან სააკაშვილის კადრების გასაჯაროვებაზე დადგენილ კანონდარღვევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აღნიშნული საქმე ზედაპირულად გამოიძია.

„ეს უფრო საზოგადოებისთვის ხარკის მოხდას ჰგავს. აქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო მსჯელობა რატი ბრეგაძის მიერ ამ ჩანაწერების, გახსოვთ როგორც იყო, ჩანაწერები იყო მერე კომენტარებს აკეთებდა, იმედის ეთერში იჯდა, ამაზე უნდა ყოფილიყო განცხადება, რეაგირება მოჰყოლოდა. აუცილებლად უნდა მისცემოდა შეფასება იქ ექიმები ჩანან, რამდენიმე დეპუტატი ჩანს. იმსჯელა მხოლოდ სააკაშვილთან დაკავშირებით, ისიც სასაცილო 500 ლარით, რომელსაც მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო გააუქმებს და იტყვიან, რომ იუსტიციის მინისტრის მოქმედება იყო კანონიერი”, – განაცხადა ხაჭაპურიძე.

იტვირთბა....