aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ დ.ღ-ს პატიმრობა შეეფარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ არასრულწლოვანს დ.ღ-ს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მოთხოვნა 2 000-ლარიანი გირაოს შეფარდება იყო.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

საქმეზე, დ.ღ-ს გარდა, ორი არასრულწლოვანია დაკავებული. ზაზა სარალიძე კი ითხოვს მ.კ-ს დაკავებას. მისი განცხადებით, ყყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ მ.კ-მ მოკლა მისი შვილი და მას მაღალჩინოსნები ხელს აფარებენ.

იტვირთბა....