aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხობის მერიის თანამშრომლები ისრაელში არ შეუშვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხობის მერიის ოთხი თანამშრომელი ისრაელში არ შეუშვეს. როგორც “მეტრონომს” ხობის მერმა გოჩა ქაჯაიამ განუცხადა, ის აღნიშნულ ინფორმაციას ფლობს, მაგრამ რატომ არ შეუშვეს თანამშრომლები არ იცის.

“რომ არ შეუშვეს ვიცი. როგორც ვიცი, მოსალოცად მიდიოდნენ, კუთვნილი შვებულება ქონდათ. რატომ არ შეუშვეს არ ვიცი”, – განაცხადა ქაჯაიამ.

როგორც “მეტრონომს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მერიის თანამშრომლებს ქვეყანაში შესვლაზე არალეგალური მიგრაციის პრევენციის გამო უთხრეს.

“უარი უთხრეს შესვლაზე არალეგალური მიგრაციის პრევენციის გამო. აეროპორტის საიმიგრაციო დაწესებულებაში იმყოფებიან, სადაც ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქე გადაჰყავთ”, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იტვირთბა....