aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხეობაში სტიქიის განვითარებამდე წყლის მასების დაგუბებას ადგილი არ ჰქონია“ – ნინო თანდილაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ხეობაში სტიქიის განვითარებამდე წყლის მასების დაგუბებას ადგილი არ ჰქონია“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.

“მონაცემები, რომელიც ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო პარტნიორებისგან, გაეროს შესაბამისი ინსტიტუტებისგან, ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ხეობაში სტიქიის განვითარებამდე არანაირ შეგუბებას, წყლის მასების დაგუბებას ადგილი არ ჰქონია. ჩვენი სპეციალისტები მიუთითებდნენ, რომ ჩვენ გვქონდა წყლის დონის მზომი სადგურიდან მიღებული ინფორმაცია, სადაც არ ფიქსირდებოდა წყლის დონის კლება. ეს იყო ძალიან მყისიერი, ასე ვთქვათ, კლდეზვავური მასის ჩამოშლა. ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მასა დაეჯახა მყინვარულ მასას, გარღვევა მოხდა და ჩამოიტანა კურორტ შოვში უმოკლეს ვადებში. ასეთი სტიქიური მოვლენების დროს, საქმე გვაქვს ძალიან კომპლექსურ პროცესებთან; რამდენიმე მოვლენა დაემთხვა ერთმანეთს და, საბოლოო ჯამში, მივიღეთ სტიქიის ასეთი მასშტაბები“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
🔸 მინისტრის პირველმა მოადგილემ ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემების დნერგვის საკითხზეც ისაუბარა.
👤 „ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება მოიცავს შესაბამისი ტიპის სადგურების დამონტაჟებას, რომლებიც სპეციალისტებს ამინდის და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირების საშუალებას მისცემს. ასეთი ტიპის არაერთი სადგური განთავსდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე; ორასი სადგური უკვე არსებობს, ასის დამონტაჟება მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, წინსწრებით პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
🔸 აღსანიშნავია, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალა, მედიასთან შეხვედრამდე, ნინო თანდილაშვილმა, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, სააგენტოს სპაციალსტებთან, ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა”

იტვირთბა....