aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა ხელფასს იღებდა ოთარ აბესაძე მერიაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ოთარ აბესაძე მერიაში ხელფასს 3400 ლარს იღებდა, შესაბამისად, ის იყო საჯარო მოხელე და საჯარო სამსახურს ასრულებდა“, -ამის შესახებ ოთარ აბესაძის საქმის პროკურორმა განაცხადა.

პროკურორმა ეს განმარტება ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა. ირმა ჭკადუა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს:
„ის საჯარო მოხელე არ ყოფილა, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ აღკვეთის სახით გირაოს და ბრალის კვალიფიკაციის შეცვლას“, -ამბობს ადვოკატი.

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის მერიის თანამშრომლის ოთარ აბესაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, აბესაძე საჯარო მოხელე არ არის, მას მერიაში უფლებამოსილება 2017 პირველ ივლისს გამოძიების დაწყებამდე შეუწყდა, რის გამოც ბრალის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლო მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს მსჯელობს. ბრალდების მხარე მერიის თანამშრომლის პატიმრობას მოითხოვს.

ოთარ აბესაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წაუყენეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი, 3 000 აშშ დოლარი მოითხოვა. მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.

იტვირთბა....