aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაჯიმბა აპირებს შტურმით აიღოს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა, სადაც ოპოზიციაა დაბანაკებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რაულ ხაჯიმბა აპირებს შტურმით აიღოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა. ადგილზე მობილიზებულები არიან ძალოვანები” – ასეთ ინფორმაციას ავრცელებს მედია-კლუბი “აფსნი იახა”.

შეგახსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის პირველი სართული დაიკავეს. ისინი ახალ არჩევნებს და ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ.

აფხაზეთში არეულობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.. აქციის მონაწილეებმა შტურმით აიღეს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა.

სოხუმში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ენგურის ხიდზე, აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმომსვლელთა რიცხვი დილიდან მატულობს.

კომენტარი გააკეთა ასევე ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამაც. მისი თქმით, მისი თქმით, ყველა ძალისხმევა უნდა მიემართოს იმისაკენ, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები.

ბჟანიას თქმით, დროა სამხედროები, ძალოვნები და გენერლებიც კი დადგნენ აფხაზი ხალხის გვერდით.

იტვირთბა....