aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაჭაპურიძე სააკაშვილის პოსტზე: რადგან თავად არ შეუძლია, მისი გამოქვეყნება დედას სთხოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და განმარტავს მიხეილ სააკაშვილის სტატუსს:

“ბატონი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელმა ფეისბუქ პოსტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. არადა, საკითხი მარტივია. ის შექმნილ ვითარებაზე დედამისს, ქალბატონ გიული ალასანიას ესაუბრა და რადგან თავად არ შეუძლია, სთხოვა, ეს საკითხი პოსტის სახით მის ფეისბუქ გვერდზე გამოექვეყნებინა, რაც დედამ გააკეთა კიდეც. გაუგებარი მიზეზებით, რაღაც ჯგუფმა ამ პოსტის შექმნასა და გამოქვეყნებაში ქალბატონი ეკა ხერხეულიძე დადანაშაულა, რაც რბილად რომ ვთქვა, არაეთიკური და საქმეში ჩაუხედაობაა. ამ პოსტთან ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს არანაირი კავშირი არ აქვს და მეორეც, ეს ადამიანი მიშას უანგარო და ერთგული თანამებრძოლია, რასაც ყოველდღე ვხედავ, რასაც ძალიან აფასებს მიშა და გულახდილად ვიტყვი, კეთილი შურით მშურს. იშვიათია ამ სიძულვილით სავსე სამყაროში ასეთი უანგარო მეგობრობა. ჩემი პატივისცემა ქალბატონ ეკას” , – წერს ხაჭაპურიძე.

ცნობისთვის, 21 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც წერია, რომ ექსპრეზიდენტს არასდროს არცერთი მისი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი აქვს და ამ თემაზე სპეკულაციები უადგილოა.

იტვირთბა....