aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“კარგი ამბები გვაქვს…” – ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ კვირაში კარგი ამბები გვაქვს ხარკოვის რეგიონიდან და ყველა მოქალაქე ამაყობს ჩვენი ჯარისკაცებით, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა 25-ე საჰაერო სადესანტო, 92-ე ცალკეულ მექანიზებულ და 80-ე საჰაერო სადესანტო თავდასხმის ბრიგადას საბრძოლო მისიების შესრულებისას გამოჩენილი გამბედაობისა და გმირობისთვის.

“ამ კვირაში ხარკოვიდან კარგი ამბებია. როგორც ჩანს, ყველამ უკვე ნახეთ ინფორმაცია უკრაინელი მცველების აქტიურობის შესახებ. ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ამაყობს ჩვენი ჯარისკაცებით. ეს არის დამსახურებული სიამაყის განცდა”, – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....