aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ხალვაშის დავა “რუსთავი2”-სთვის ოქრუაშვილის დოკუმენტის გამოჩენამდეც უკანონო იყო“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქიბარ ხალვაშის დავა „რუსთავი 2-სთვის“ იქამდე იყო უკანონო, ვიდრე ირაკლი ოქრუაშვილის დოკუმენტი გამოჩნდებოდა“ – ამის შესახებ მედია ექსპერტმა ნინია კაკაბაძემ განაცხადა.

მისი აზრით,  მნიშვნელოვანია საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს სასამართლომ, იმისთვის, რომ არ გაჩნდეს დამატებითი კითხვები. ასევე მიაჩნია, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმე ქვედა ინსტანციებში უნდა დაბრუნდეს.

„ქიბარ ხალვაშის დავა „რუსთავი 2-სთვის“ იქამდე იყო უკანონო, ვიდრე ირაკლი ოქრუაშვილის დოკუმენტი გამოჩნდებოდა. ვინაიდან, ქიბარ ხალვაშმა თავის დროზე მის მფლობელებს ისევე წაართვა „რუსთავი 2“, როგორც დღეს უნდა რომ მეორედ წაართვას. რა თქმა უნდა, აქ არის ხელისუფლების დაინტერესება, მაგრამ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ უზენაესმა სასამართლომ ეს საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით,“ – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, საქმე ეხება სკანდალურ დოკუმენტს, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” მოიპოვა. 2010 წლის 4 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს.

5 პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის მეორე პუნქტში აღნიშნულია:

“ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე, საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე.”

მეორე პუნქტში ასევე ნათქვამია, რომ თუ ქიბარ ხალვაში აღნიშნულ შეთანხმებას დაარღვევს, მან ირაკლი ოქრუაშვილს 7 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს.

„რუსთავი 2-ის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის შინაარსს, თავად ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს. იგი ამბობს, რომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს არასდროს არ ეკუთვნოდა.

“ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი არ ეკუთვნოდა, მისი არასდროს არაფერი ყოფილა – ამ შემთხვევაში რუსთავი 2-ს ვგულისხმობ. ასეთი დოკუმენტი არსებობს და ვადასტურებ, 2010 წელს გაფორმდა ბერლინში. დავა არ გვქონია, მაგრამ ვაპირებ აუცილებლად,”- აცხადებს ოქრუაშვილი.

აღნიშნული დოკუმენტის ავთენტურობას ქიბარ ხალვაში არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ დოკუმენტი ყალბია.

იტვირთბა....