aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაიშის გამგებელი: “ერთმა სპეცრაზმელმა ადგილობრივს შუბლზე იარაღი მიადო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოფელ ხაიშის რწმუნებული “მეტრონომთან” საუბრობს აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სიტუაცია არ შეცვლილა.

“ჯერჯერობით იგივე მდგომარეობაა. ერთ ადამიანს იარაღიც მიადეს. ეს ამბავი ჭუბერში მოხდა”, – განაცხადა ოთარ ჭკადუამ.

სოფელ ხაიშში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, შეყვანილია სპეცრაზმის დამატებითი ძალები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით „ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრა ქვეყანას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს, ამის გამო, მთავრობის რეაგიერება იქნება მკაცრი და ახალი რეგულაციებიც დაწესდება.

 

იტვირთბა....