aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭუბერის გამგებელი: “ამ ეტაპზე, წყლის დონემ შედარებით დაიწია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

არის კრიტიკული ადგილები, სადაც მუშაობა ვერ ხერხდება, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას ჭუბერის გამგებელი ნინო ვიბლიანი.

“ამ ეტაპზე შედარებით დაიწია წყლის დონემ. მთელი ტექნიკა, სამაშველო სამსახური და პოლიცია ყველა ადგილზე იმყოფება. თუმცა, არის კრიტიკული ადგილები, სადაც მუშაობა ვერ ხერხდება. თუმცაღა, შემაკავებელი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს”, – განაცხადა ვიბლიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელ ჭუბერში, სადაც ჰიდროელექტროსადგურს აშენებენ, მთა მოწყდა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა, სოფელი კი ორ ნაწილად გაიყო. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო დახმარების ბრიგადები. სტიქიის შედეგად მსხვერპლი არ არის.

იტვირთბა....