aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მირზა სუბელიანის ციხეში ჩაჯდომა გახარიასთან შეთანხმებით მოხდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მირზა სუბელიანის ციხეში ჩაჯდომა გიორგი გახარიასთან შეთანხმებით მოხდა. მან ეს განცხადება “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” გააკეთა.

ეს რაღაც გარიგების მომენტი უფრო იყო სუბელიანთან. რადგან ადამიანმა ადამიანს სთხოვა, როგორც კოლეგამ კოლეგას, ცოტა ხანი ჩაჯექი, მე გამოვიდე აქედან. ეტყობა, რაღაც უფრო დიდი პოლიტიკური მიზნები აქვს, მაგრამ პოლიტიკა ასე არ დგება, რომ ვიღაც ციხეში გაუშვებ. შენ თუ ღებულობ ამ დანაშაულში მონაწილეობას, ვერასოდეს იქნები სუფთა,“ -განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, რადგან  თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კრიზისი გამწვავდება.

 

იტვირთბა....