aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭელიძე: ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების საერთო ოდენობამ ჯამში ნახევარი კილოგრამს აღწევს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი კვირის მუშაობის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ ხნის განმავლობაში სამართალდამცავებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. მათ შორის თბილისში, აჭარაში და სამცხე-ჯავახეთში. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების საერთო ოდენობამ ჯამში ნახევარი კილოგრამი შეადგინა.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცავებმა 20 პირი დააკავეს, აქედან 8 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ასევე,  ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს თურქეთის 3 და  უზბეკეთის ერთი მოქალაქე.

ნარკოდანაშაულის ფაქტების გარდა, ერთი კვირის განმავლობაში სამართალდამცავებმა გამოძალვის მცდელობის ფაქტზე კრიმინალური დაჯგუფების 3 წევრი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მათ 26 ათასი დოლარის გამოძალვის მოტივით სოფელ ართანაში მცხოვრები მამაკაცი გაიტაცეს.

„სამინისტოს თანამშრომლების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში, ჯამში, ნახევარ კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის: 589,86 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 191 აბი „სუბოქსინი“, 18 აბი „მდმა“, 437 აბი „ექსტაზი“, 179 აბი „ბუპრენორფინი“, 10 აბი „მეტადონი“, 1 შეკვრა ოპიუმი და სხვა. ნარკოდანაშაულისთვის 20 პირია დაკავებული, მათ შორის – 5 ნარკორეალიზატორი. დაკავებულთა შორის, უცხო ქვეყნის 8 მოქალაქეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დადგინდა, რომ დაკავებულებმა 26 ათასი ამერიკული დოლარის გამოძალვის მიზნით, სოფელ ართანაში მცხოვრებ პირს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს,”-განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარე კვირას ერთი პირი დააკავეს. მან ცივი იარაღით დაჭრა მოქალაქე, რის შემდეგაც ადგილიდან მიმალა.

მიმდინარე კვირას პოლიციამ მაღაზიის დაყაჩაღების საქმეც გახსნა პირი, რომელიც ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში შეიჭრა, მომხდარიდან მალევე დააკავეს.

იტვირთბა....