aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულაიამ ივანიშვილს წიგნი დაუტოვა: “ამდენი ტყუილების მთქმელს, მერე სიმართლესაც არ დაუჯერებენ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეს წიგნი, რომელიც ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციაში დავუტოვე, არის “მატყუარა ბიჭი და მგელი”. სკოლაში ჩემს ბავშვობაში ასწავლიდნენ ამ მოთხრობას და ეტყობა, ბიძინამ ის გაკვეთილები გააცდინა. 2012 წლის მერე, ამ ტყუილებზე ააგო ყველაფერი, – ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს” წევრმა გოგი წულაიამ “მეტრონომს” განუცხადა.

წულაიას განცხადებით, უკვე იმის რეალური შანსია, რომ “ნაციონალები” ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.

“ყოველი არჩევნები ტარდება ასე – მობრუნდება მიშა, “ნაციონალები” ბრუნდებიან, არიქა და მოკლედ, ტყუილები, ტყუილები, ტყუილები… თუ კი ორი წლის წინ კაცი ვერ წარმოიდგენდა, რომ “ნაცები” დაბრუნდებოდნენ, დღეს ხალხი უკვე რეალურად ფიქრობს ამაზე და შეშინებულია. ხელმოწერებს რომ აგროვებენ სააკაშვილისა და ბოკერიას წინააღმდეგ, ხალხი ხელს არ აწერს, ეშინიათ – ვაიდა, მიშა მობრუნდესო?! ხოდა, ავუტანე ეს წიგნი, ახლა მაინც წაიკითხოს. ტყუილების მთქმელს, მერე სიმართლესაც არ დაგიჯერებენო”, – განაცხადა წულაიამ.

იტვირთბა....