aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წამება ძალოვან უწყებაში – პოლიციელმა იძულებით აბორტი გააკეთებინა ქალს” – “საია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ძალოვანი უწყებების ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2019 წელს სამართალდამცველთა მხრიდან წამების ფორმად, ძირითადად, გამოყენებული იყო ცემა, გამოვლინდა  ფსიქოლოგიური ძალადობის,  იძულებითი აბორტის და გაუპატიურების ფაქტებიც.

“საია”-ს წევრის მერაბ ქართველიშვილის თქმით, პოლიციელმა გამოიყენა თავისი ძალაუფლება იმ მხრივ, რომ იყო პოლიციელი და მოახდინა ის, რომ აბორტი გააკეთებინა ქალბატონს.

„პოლიცია არ ასრულებდა თავის უფლებამოსილებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მან ამ შემთხვევაში გამოიყენა თავის ძალაუფლება იმ მხრივ, რომ იყო პოლიციელი და მოახდინა ის, რომ აბორტი გააკეთებინა ქალბატონს. იძულებით აბორტის შემდეგ არ დამდგარა შედეგი. ორი შემთხვევაა, როდესაც დაზარალებული გყვავს და ბრალდებულად ცნობილი პირია, ორივე შემთხვევაში გახმაურებული შემთხვევაა. სხვა 8 შემთხვევაში, რომელიც მეტ-ნაკლებად არაა გახმაურებული, არც დაზარალებული და არც ბრალდებული გყვავს. გამოძიება გაჭედილია და ესეც პრობლემურია“, – აცხადებს ქართველიშვილი.

განცხადება სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემაც გააკეთა. მისი თქმით, საგამოძიებო საქმეებში მნიშნელოვანი დარღვევებია გამოვლენილი.

„2015-2016-2017-2018 წელს მომხდარ ფაქტებზე არ იყო ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით ჩატარდა, არ იყო გამოყენებული მოწმეთა დაცვის პროგრამები და უამრავი სხვა ხარვეზია გამოვლენილი“, – აცხადებს ბურჯანაძე.

იტვირთბა....